top of page

პროექტის შესახებ

 

English Book Education და ETS Global ექსკლუზიურად „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა“ და „ქართულ-ამერიკული სკოლისათვის“ ახორციელებს TOEFL-ის შიდა სასკოლო შეჯიბრს.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით (გარდა იმ მოსწავლეებისა, ვინც TOEFL-ის საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას). 

 

TOEFL შიდა ტესტირება შედგება 3 ტურისგან. თითოეულ ტურში მოსწავლეები წერენ TOEFL ტესტებს. ტესტები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი და ერგება ყველა დონეს. 

ტურიდან ტურში გადასვლა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:

 

·       პირველიდან მეორე ტურში გადადის თითოეული კლასიდან უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლეთა 75%.

მაგ. თუ მესამე კლასში დარეგისტრირდება 100 მოსწავლე, მეორე ტურში გადავა 75 ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლე. 

 

·       მეორედან მესამე, ფინალურ ტურში გადავა კლასიდან 10 უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლე (5 მოსწავლე GAHS-იდან, 5 მოსწავლე GAS-იდან).

·       ფინალურ ტურში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგი პრინციპით:  კლასიდან 2 უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლე (1 მოსწავლე GAHS-იდან, 1 მოსწავლე GAS-იდან).

 

საყურადღებოა: თუ მესამე, ფინალურ ტურში ერთი კლასიდან ერთზე მეტ მოსწავლეს აღმოაჩნდა ყველაზე მაღალი ქულა, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად დაჯამდება ამ კონკრეტული მოსწავლეების პირველი,  მეორე და მესამე ტურის შედეგები. ​

ღირებულება

 

TOEFL შიდა ტესტირების ღირებულება შემდეგია: 

  • I ტური- 40 ლარი

  • II ტური- 40 ლარი

  • III ტური- უფასო

bottom of page